ფეხბურთი

17:58 | 4.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოულოდნელობა ქუთაისში

 

ორშაბათს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო მატჩი გაიმართა. ქუთაისში “ტორპედომ” “ჩიხურას” უმასპინძლა და… უპრინციპულეს შეხვედრაში 1:2 დამარცხდა. ასე რომ, საჩხერელებმა 3 ქულით გაუსწრეს ქუთათურებს და მეორე ადგილზე მყარად დადგნენ.

 

სპარტაკი (ცხინვალი) - ვიტ ჯორჯია (თბილისი) 3:1 (0:0)

გოლები: 1:0 ჩაფიძე (51), 2:0 თუხარელი (52), 2:1 მაისურაძე (62), 3:1 ხიზანეიშვილი (88).

გაძევება: მჭედლიშვილი (72).

 

მეტალურგი (რუსთავი) – დინამო (თბილისი) 0:0

გაძევება: გავაშელიშვილი (88, “მეტალურგი”)

 

დილა (გორი) – მერანი (მარტვილი) 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 მოდებაძე (11), 2:0 ბოლქვაძე (პენ 31), 3:0 მოდებაძე (პენ, 95)

 

გურია (ლანჩხუთი) – ზუგდიდი 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ისიანი (84)

გაძევება: პაჭკორია (59, “ზუგდიდი”)

 

 ზესტაფონისიონი (ბოლნისი) 0:0

 

ტორპედო (ქუთაისი) – ჩიხურა (საჩხერე) 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 ხიდეშელი (34), 1:1 გაბედავა (41), 1:2 ტატანაშვილი (72)

 

1.                დინამო (თბ)                       11          8         2          1         27:9            26
2. ჩიხურა             11 7 1 3 25:19 22
3. ტორპედო 11 5 4 2 16:19 19
4. გურიაi 11 6 0 5 11:14 18
5. დილა 11 5 3 3 16:11 18
6. მეტალურგი 11 5 3 3 16:15 18
7. ზესტაფონი 11 4 3 4 12:8 15
8. მერანი 11 4 0 7 15:17 12
9. ვიტ ჯორჯია 11 3 3 5 12:25 12
10. სიონი 11 2 4 5 15:17 12
11. სპარტაკი 11 2 1 8 8:16 7
12. ზუგდიდი 11 1 4 6 5:16 7

 

 მეგოლეები:

 

9 - ირაკლი მოდებაძე (2, “დილა”)

8 – დიმიტრი ტატანაშვილი (2 პენ, “ჩიხურა”)

6 – დორინ გოგა (“დინამო”)

5 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”)

4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (ორივე -“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე – “ვიტ ჯორჯია”), გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ვილი ისიანი (“გურია”),

3 – ლადო ახალაია (“სიონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ჯამბულ ჯიღაური, გიორგი გაბედავა (ორივე - “ჩიხურა”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

 

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

სსს-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122569