ინდიან უელსის “მასტერ1000”-ის ქალთა ტურნირის მეორე წრეში მოულოდნელი მარცხი განიცადა შეჯიბრებაზე მესამე ნომრად განთესილმა ბელარუსმა ვიკტორია აზარენკამ. 24 წლის აღმოსავლეთსლავი რეიტინგსიის 66-ე ნომერ, 20 წლის ამერიკელ ლორა დევისთან 0:6, 6:7 დამარცხდა. ოჰაიოელი დევისი მომდევნო წრეში ამერიკელ ვარვარა ლეპჩენკოს შეხვდება.
აზარენკას წინააღმდეგ დევისმა პირველი სეტი “მშრალად” მოიგო, მეორეში კი ტაიბრეიკით იმარჯვა და კარიერის განმავლობაში პირველად შეძლო ვიკტორიას ძლევა. მატჩი საათსა და 37 წუთს გაგრძელდა.
მატჩის დასრულების შემდეგ აზარენკამ ჟურნალისტებს განუცხადა, მარცხენა ფეხის ტერფის აუტანელ ტკივილს ვგრძნობდი, ამიტომაც დევისს “ცალი ფეხით” ვეთამაშეო. ვიკტორიამ ისიც თქვა, ტრავმის გამო შესაძლოა მაიამის ტურნირი გამოვტოვოო.