“პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელი ფეხბურთელების, ტიაგუ მოტასა და ლუკას მოურას “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაში კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ცოტა ხნის წინათ, ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მოტა გამოჯანმრთელდა და იგი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში ითამაშებდა, მაგრამ თუ L’Equipe-ს დავუჯერებთ, 30 წლის ნახევარმცველის “ბარსელონასთან” შეხვედრაში გამოჩენა ნაკლებად მოსალოდნელია.
ლუკას მოურამ საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო 2 თამაში გამოტოვა და მართალია, ანჩელოტი მის “ბარსელონასთან” დაბრუნებას ელის, მაგრამ ახალგაზრდა სამხრეთ ამერიკელის საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი ჯერ არაა. თუმცა, თამაშის შანსი მოურას მოტაზე მეტი აქვს.