ფეხბურთი

21:59 | 5.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოტა და ალექსი “რენთან” ვერ ითამაშებენ

“პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი აცხადებს, რომ მისი გუნდის ბრაზილიელი ფეხბურთელები, ტიაგუ მოტა და ალექსი ლიგა ერთის მომდევნო მატჩში, “რენის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ. იტალიელ სპეციალისტს იმედი აქვს, რომ ისინი ოთხშაბათს, “ბარსელონასთან” გასამართი მატჩისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებენ.

“მოტა სათამაშოდ მზად კვლავ არაა. იმედი მაქვს, ის ოთხშაბათამდე გამოჯანმრთელდება, მაგრამ ამის გარანტია არ არსებობს.

“რენთან” ვერც ალექსი ითამაშებს, მაგრამ ოთხშაბათისთვის ის მზად უნდა იყოს.” – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Reuters-ი.

0.111423