სენაკსა და ყვარელში დაიწყო ხელბურთში საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატების მორიგი ტურები.
სენაკში 1998-99 წლებში დაბადებული ბიჭების დასავლეთი ჯგუფი თამაშობს. დღეს გაიმართა პირველი სამი მატჩი: წყალტუბო - ფოთი 17:11, ქუთაისი - სამტრედია 23:25, ფოთი - ზუგდიდი 30:23.
ხვალ თამაშობენ - 12:00 ზუგდიდი - ქუთაისი, 13:20 ბათუმი - ფოთი, 14:40 წყალტუბო - ქუთაისი, 16:00 სამტრედია - ფოთი.
ყვარელში უმცროსი ასაკის (2000-01) ბიჭების აღმოსავლეთი ქვეჯგუფი თამაშობს. აქ უნდა შეკრებილიყო 4 გუნდი, მაგრამ რუსთავი ტურზე არ გამოცხადდა და გასამართი გახდა სულ სამი მატჩი. დღეს გორმა დაამარცხა თელავის გუნდი - 20:12, თელაველები დამარცხდნენ ყვარელთანაც - 10:20. ხვალ გაიმართება გორისა და ყვარლის მატჩი.
შეჯიბრება განსხვავებული ფორმატით მიმდინარეობს. უფროს ასაკში დასავლეთის, აღმოსავლეთისა თბილისის ჯგუფები (6-6 გუნდი) ჯერ ცალ-ცალკე, ორ წრედ თამაშობენ, ხოლო 3-3 საუკეთესო და უკეთესი მეოთხე ადგილი მეორე ეტაპზე გადის. 10 გუნდის ერთწრიანი ტურნირის შემდეგ გამოვლინდება 6 საუკეთესო, რომელიც ასევე ერთ წრედ გამოავლენს საქართველოს ჩემპიონს. ყოველ მომდევნო ეტაპზე ჩათვლა 0 ქულიდან იწყება.
დანარჩენ სამ ტურნირზე ჯგუფებად დაყოფა პირობითია. ყველა ეთამაშება ერთმანეთს და ჩემპიონი ორწრიან ტურნირში გამოვლინდება.
საქართველოს ჩემპიონატი. ბიჭები 1998-99
დასავლეთი (ქუთაისი, ფოთი, წყალტუბო, ბათუმი, სამტრედია, ზუგდიდი) - 1 ტური 15-19 ოქტომბერს სენაკში.
აღმოსავლეთი (თელავი 8 ქულა - თამაში მარაგში, ყვარელი 6 - თამაში მარაგში, გორი 6, რუსთავი 4, ლაგოდეხი 2, ახაშენი 0), მეორე ტური - 8-13 დეკემბერს სენაკში.
თბილისი (ქარიშხალა 9 ქულა, პეგასი 9, მამული 6, იმედი 4, შევარდენი 2, ქარელი 0). მეორე ტური - 1-6 დეკემბერს თბილისში.
ორწრიანი ტურნირის შემდეგ მეორე ეტაპზე გადის 3-3 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო 4 ადგილი
ბიჭები 2000-01. დასავლეთი (ქუთაისი 8 ქულა, სამტრედია 5, ბათუმი 4, ფოთი 3, ზუგდიდი 0). აღმოსავლეთი (თელავი, ყვარელი, გორი, რუსთავი) – ტური 15-17 ოქტომბერს ყვარელში. თბილისი (ქარიშხალა, პეგასი, იმედი) – ტური 24-27 ოქტომბერს, თბილისში. ჩემპიონი გამოვლინდება ორწრიან ტურნირში
გოგონები, 1998-99. აღმოსავლეთი (მამული 7 ქულა, ყვარელი 7, პეგასი 4, იმედი 2, ქარიშხალა 0) დასავლეთი (ფოთი 2, წყალტუბო 0, ზუგდიდსა და ბათუმს ჯერ არ უთამაშიათ). საერთო ტური - 1-6 ნოემბერს, თბილისში. ჩემპიონი გამოვლინდება ორწრიან ტურნირში.
გოგონები, 2000-01. ფოთი, ზუგდიდი, მამული, ქარიშხალა, ყვარელი - ტური 12-16 ნოემბერს, თბილისში. ჩემპიონი გამოვლინდება ორწრიან ტურნირში
საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრესსამსახური