ფეხბურთი

13:52 | 10.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მორენოს ორი ინგლისური ვარიანტი გამოუჩნდა

 

“ჩელსის” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი “სევილიას” მცველ ალბერტო მორენოთი დაინტერესდა. Sunday People-ს ცნობით, ლონდონელები ეშლი კოულის შემცვლელს ეძებენ და არჩევანი 21 წლის ესპანელზე შეაჩერეს. ტრანსფერში კი 20 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდას გეგმავენ.

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, ალბერტო მორენოს გადაბირებას “მანჩესტერ იუნაიტედიც” ცდილობს, რომელიც მიმდინარე სეზონის შემდეგ პატრის ევრას დაემშვიდობება.

0.12402