ფეხბურთი

10:48 | 13.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

მორენო "ლივერპულში" გადავა

"სევილიასა" და ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდა მარცხენა მცველი ალბერტო მორენო დიდი ალბათობით კარიერას ინგლისურ "ლივერპულში" განაგრძობს.

მორენო გუშინ ევროპის სუპერთასის შეხვედრის დასრულებისთანავე თვალცრემლიანი დაემშვიდობა თანაგუნდელებსა და "სევილიას" ქომაგებს.

როგორც ესპანური, ასევე ბრიტანული პრესა იუწყება, რომ ტრანსფერის ღირებულება 12 მილიონ გირვანქას შეადგენს და უახლოეს დღეებში გაოფიციალურდება.

ალბერტო მორენო "სევილიას" აღზრდილია. პირველ გუნდში ის 2012 წლიდან თამაშობდა. "დალაქების" რიგებში მან 61 შეხვედრის ჩატარება მოასწრო და 3 გოლის გატანა მოახერხა. "სევილიასთან" ერთად მორენომ გასულ სეზონში ევროპა ლიგა მოიგო.

ირაკლი ალიმბარაშვილი

0.111865