ფეხბურთი

10:56 | 19.05.2013 | ნანახია 661 - ჯერ

მორატიმ ტევესისადმი ინტერესი დაადასტურა

ტურინის “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა ბეპე მორატიმ დაადასტურა, რომ კლუბი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ინგლისის “მანჩესტერ სიტის” არგენტინელი ფორვარდის კარლოს ტევესის შეძენას აპირებს.

29 წლის ფეხბურთელს “ქალაქელებთან” მოქმედი კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში ეწურება და იტალიელები მზად არიან მის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო გადაიხადონ, ხოლო ფეხბურთელს სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმონ. მორატიმ შესაძლო ტრანსფერზე შკყ შპორტს-თან ისაუბრა.

“ტევესი გამოცდილი მოთამაშეა, რომელსაც ბრწყინვალე თვისებები აქვს და ჩვენ ერთადერთი არ ვართ, ვისაც მისი შეძენა სურს. თავად ფეხბურთელს “მანჩესტერ სიტიში” დაკარგული წლების ანაზღაურება უნდა. მას “სიტიში” საუკეთესო პერიოდი სულაც არ ჰქონდა და ახლა სიტუაციის გამოსწორებას ეცდება. მიუხედავად ამისა, მომავალ ტრანსფერთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ოფიციალური წინადადება არ გაგვიმზადებია. ამ ეტაპზე მხოლოდ აგენტები აქტიურობენ, რადგან მალე სატრანსფერო ბაზარი გაიხსნება. არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს დღეებში ტევესის წარმომადგენლებს შევხვდე.

იგუაინი უფრო ახალგაზრდაა და მისი სატრანსფერო ღირებულება უფრო დიდი იქნება. ტევესთან შეთანხმება კი უფრო ადვილია, რადგან მას მოქმედი კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება. ჩვენ მყარად გვაქვს გადაწყვეტილი შეტევის ხაზის გაძლიერება. თავდამსხმელად მხოლოდ იმას დავიმატებთ, ვისი შეძენის სურვილიც გუნდის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს ექნება” - თქვა მორატიმ.


კომენტარები (16)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:48 | 19.05.2013
zviadi-shxefi (6306)

კი მაგრამ კავანი და ფალკაო ერთ გუნდში? ეს გამორიცხულია!

16:15 | 19.05.2013
Rivaldo_Fan (3805)

კარგი ტრანსფერი იქნება იუვესთვის, ხელფასი კი დიდი აქვს იტალიური კლუბის პირობაზე მაგრამ სამაგიეროდშედეგიც ექნება და იმდენ ნაყარ ნუყარა თავდამსხმელებს რაც ახლა იუვეს ყავს ცოტა დატოვონ და ხარისხიანი აჯობებს...

15:13 | 19.05.2013
mcca1n (578)

რა მორატი მაროტაააა მაროტაააა !

15:15 | 19.05.2013
mcca1n (578)

და ტან ძაან არასწორი ინფოა 18 მილიონს კი არ უხდიან 18 მილიონი ხელფასის სახით შესთავაზეს (6 მლნ. წელიწადში), ხოლო სატრანსფერო თანხა არ სახელდება ... მაროტა ისეთი მელააა 10-15 შიც თავისუფლად გამოძვრება და ერთი 3-4 წელიწადზე გაუწელავს )))))

15:10 | 19.05.2013
zestamania (709)

ჩემო აზრით ეს ფანდია და უფრო მეტი შანსია რომ იუვემ იგუაინი იყიდოს.

13:41 | 19.05.2013
silva (3725)

სიტიმ ფალკაოს შეუთანხმდაო ადმინ დადე ინფორმაცია მთელი პრესა აჭრელებულია.იმედია სიმართლე იქნება.ტევესი მიდის ძეკოც მიყვება.ფალკაო კავანი აგუერო იქნება სიტის თავდასხმა მომავალ წელს და მიდი ეთამაშე მერეDD

14:32 | 19.05.2013
neko-neko (1943)

ფალკაოს ვინ აღარ შეუთანხმდა - რეალიდან მონაკომდე. ყველგან გადადის ფალკაო

13:25 | 19.05.2013
fenomeno9 (3203)

ორივე აწეული ხელებით მივესალმები ამ ტრანსფერს! იგუაინზე აქცენტი არც უნდა გააკეთონ. მაგის უკლასო დედას შვცი მე! ეგ ზარალის მეტს არაფერს მოგვიტანს კარგს. აი კარლიტო სულს ხვა თემაა, ბოლო წლების პრემიერლიგის საუკეთესო ფორვარდია ვან პერსისთან და რუნისთან ერთად. ძალიან კლასნია და ნებისმიერ გადამწვეტ მომენტში შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა. ზლატანიც თუ დავიმატეთ მერე ოოო...ძალიან გროზნი თავდასხმა გვეყოლება იბრა-კარლიტო-ლორენტე-კუალიარელას სახით. დანარჩენები ნაგავში არიან გადასაყრელნი ვუჩინიჩიდან დაწყებული ჯოვინკოთი დამთავრებული.

12:25 | 19.05.2013
italiafun-juventino (12319)

ძალიან მაგარი თავდამსხმელი ეს და მაგრად გამისწორდება ეს თუ იუვეში მოვა...ვინც გვყავს ყველას ერთად აღებულს ჯობია კარლიტო...თუ იგუაინსაც დაიმატებენ უფრო გაასწორებს მაგრად გაუგებენ ერთმანეთს...

12:23 | 19.05.2013
იკა..იუვე..10 (4132)

ადმინებო არ იპოსტება ბევრ სტატიაზე, მიხედეთ )))

12:21 | 19.05.2013
იკა..იუვე..10 (4132)

ტევესი მგელია.. ეს თუ იყიდა იუვემ ეშველება თავდასხმაში.
ჩემი აზრით აგუეროზე არანაკლებია

12:12 | 19.05.2013
ბაჭია (922)

ტევესი ძაან მაგარი მოვლენაა თანამედროვე ფეხბურთში

12:11 | 19.05.2013
nukri_nukria@mail.ru (1610)

შკყ შპორტი კაი იყო

11:38 | 19.05.2013
alcantara. (2593)

მორატიმ შესაძლო ტრანსფერზე შკყ შპორტს-თან ისაუბრა.
შკყ შპორტსთან ისაუბრა DDD

11:33 | 19.05.2013
alcantara. (2593)

R.I.P worlsport.ge

11:12 | 19.05.2013
linkin-park (3179)

სად მორატი და სად იუვენტუსი ავტორ? მაროტა ხო არ უნდა დაგეწერა :დ

11:08 | 19.05.2013
a.d.piero (416)

მემგონი კონტე იოვეტიჩს მოიყვანს. კავანი დაგვხატავდა მარა ...

11:07 | 19.05.2013
sano (425)

რა მორატი, მაროტაა, გაასწორეთ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132816
სარეკლამო ადგილი - 99
X x X