ფეხბურთი

11:45 | 17.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მორატას მსურველები 13 მილიონს იხდიან

ევროპულ პრესაში კვლავ აქტუალურია თემა მადრიდის “რეალის” თავდამსხმელ ალვარო მორატათი რამდენიმე ძლიერი კლუბის დაინტერესების შესახებ. ბოლო ინფორმაციით, ყველაზე მეტად სატრანსფერო საკითხის მოგვარებას ტურინის “იუვენტუსი” და მილანის “ინტერი” ცდილობენ. ორივე კლუბი მზადაა, მორატას სანაცვლოდ 13 მილიონი ევრო გადაიხადოს.

თავად ფეხბურთელს არაერთგზის უთქვამს, რომ “რეალში” თავს ბრწყინვალედ გრძნობს, მაგრამ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა არ მოსწონს. “სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კი ახლახან კიდევ ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მორატას გაშვებას არ აპირებს.

0.116435