ფეხბურთი

21:27 | 8.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მორატას დებიუტს “უდინეზესთან” ელიან

ტურინის “იუვენტუსის” ახალგაზრდა ესპანელი თავდამსხმელის, ალვარო მორატას დებიუტი, შესაძლოა, 13 სექტემბერს, “უდინეზესთან” გამართულ შეხვედრაში შედგეს.

21 წლის მორატა “რეალიდან” “იუვენტუსში” 19 ივლისს გადავიდა და ორ დღეში მან ტრავმა მიიღო. ფეხბურთელს თვენახევრით უქმობას უწინასწარმეტყველებდნენ და როგორც ჩანს, ის მოედანს დროულად უბრუნდება. იტალიური პრესის ცნობით, ესპანელი, რომელმაც მსუბუქად ვარჯიში ცოტა ხნის წინათ დაიწყო, სერია A-ს მე-2 ტურში, “უდინეზეს” წინააღმდეგ ითამაშებს.

0.117457