ფეხბურთი

14:33 | 5.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

მორატა: “მოედანს ერთ თვეში დავუბრუნდები”

ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეულმა ალვარო მორატამ AS-თან საუბრისას განაცხადა, რომ მისი რეაბილიტაციის პროცესი სწრაფად მიმდინარეობს და მოედანს ერთ თვეში დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ტურინში ჩასვლიდან მეორე დღეს მორატამ მუხლი დაიზიანა. თავდაპირველი ინფორმაციით, მას ორი თვე გაუცდებოდა, მაგრამ, შესაძლოა, მისი დაზიანება შედარებით მსუბუქი აღმოჩნდეს:

“მუხლის ტკივილი აღარ მაწუხებს და ტრავმა ნელ-ნელა მიშუშდება. გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს.

ექიმების თქმით, მოედანს 30-35 დღეში დავუბრუნდები და ამ დღეს მოუთმენლად ველი. ძალიან მსურს, “იუვენტუსის” მაისური რაც შეიძლება მალე მოვირგო” - განაცხადა ახალგზარდა ესპანელმა.

მორატა “იუვენტუსში” რამდენიმე კვირის წინ მადრიდის “რეალიდან” 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, მაგრამ მადრიდელებს თავისი აღზრდილის გამოსყიდვა მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში შეუძლიათ.

ცნობისათვის, მორატას კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომლის თანახმადაც ტურინელებს მისი გაყიდვა 100 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეუძლიათ, ხოლო შემოსული თანხიდან 50 პროცენტი სამეფო კლუბის ბიუჯეტში გადაირიცხება.

ლევან გოგოტიშვილი

0.112355