ფეხბურთი

12:27 | 6.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მორატა დასაბრუნებლად ემზადება

“იუვენტუსის” თავდამსხმელმა ალვარო მორატამ ტრავმა მოიშუშა და მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება. 21 წლის ფეხბურთელი, რომელიც იტალიის ჩემპიონმა ივლისში  მადრიდის “რეალისგან” 20 მილიონ დოლარად შეიძინა, პირველსავე ვარჯიშებზე დაშავდა და მას შემდეგ ბურთს აღარ გაჰკარებია.

“ჩემი ტურინული კარიერა უიღბლოდ დაიწყო, მაგრამ ახლა უკვე კარგად ვარ. სარეაბილიტაციო პერიოდმა მშვენივრად ჩაიარა და ვეცდები “იუვენტუსის” მაისური რაც შეიძლება მალე მოვირგო” – უთხრა მორატამ იტალიურ სპორტულ გამოცემებს.

ალვარო მორატა “რეალის” აღზრდილია. “სამეფო კლუბის” ძირითად გუნდში 2013 წელს გამოჩნდა და გასულ სეზონში 11 გოლი გაიტანა.

0.14133