3 აპრილს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, ცენტრის სააქტო დარბაზში საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრებთან სხვადასხვა სარაგბო სკოლების მოსწავლეების შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას დაესწრნენ მოწვეული სტუმრები – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი და რაგბის კავშირის პრეზიდენტი – გიორგი ნიჟარაძე, ნაკრების მენეჯერ – ვასილ აბაშიძესთან ერთად.
ახალგაზრდებმა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრებს – ირაკლი მაჩხანელს, ლაშა ხმალაძეს, ირაკლი ყიასაშვილსა და ვაჟა ხუციშვილს შეკითხვები დაუსვეს და მორაგბეებისგან მათთვის საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს.
შეხვედრა ჩატარდა ცენტრის პროექტის ”შეხვედრები სპორტსმენებთან” ფარგლებში, რომლის მიზანია:
1. ახალგაზრდა სპორტსმენების ინფორმირება;
2. ახალგაზრდებში სპორტული კულტურის ამაღლება;
3. ახალი გამოცდილების მიღება;
4. თვითრელიზაციის უნარის გამომუშავება;
5. სპორტული სახეობების პოპულარიზაცია;
6. მომავალ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა;
7. გამოჩენილი სპორტსმენების კიდევ ერთხელ წარმოჩენა მომავალი თაობის წინაშე.
დღეს საქართველოში არ არსებობს ისეთი ადგილი, სადაც ახალგაზრდა სპორტსმენები მიიღებენ თეორიულ ცოდნას, ისინი მხოლოდ პრაქტიკულ ცოდნაზე არიან დამოკიდებული. პროექტის მიზანია, მივცეთ მათ საშუალება, უშუალო გარემოში შეხვდნენ ცნობილ სპორტსმენებს, რათა თავად სპორტსმენებისგან გაიგონ, თუ რა ძალისხმევა დასჭირდათ წარმატების მისაღწევად. მოისმინონ რჩევები, თუ როგორ დაგეგმონ თავიანთი სპორტული კარიერისკენ მიმავალი გზა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური