იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი რიკარდო მონტოლივო მიიჩნევს, რომ ბრაზილიასთან გასამართ მატჩში, მას ანდრეა პირლოს სრულფასოვნად შეცვლა შეუძლია.
“პირლოს შეცვლა? “მილანში” იმ ფუნქციებს ვასრულებდი, რომლებიც ნაკრებში პირლოს საქმეა. ასე რომ, მისი შეცვლა ჩემთვის პრობლემა არაა.
ჩეზარე პრანდელის ჩემთვის ჯერ არ უთქვამს, თუ რომელ პოზიციაზე ვითამაშებ, თუმცა კარიერის განმავლობაში მივეჩვიე, რომ პირველ რიგში გუნდის ინტერესები უნდა დავაყენო.
არის დიდი რისკი, რომ თამაშს ძალიან დაღლილები შევხვდებით. ასეთ მოკლევადიან ტურნირებში ერთი დღით ზედმეტად დასვენება ბევრს ნიშნავს.” – ციტირებს მონტოლივოს სიტყვებს Football Italia.
იტალია და ბრაზილია ერთმანეთს დღეს, თბილისის დროით 23 საათზე დაუპირისპირდებიან. ტრავმირებული პირლოს გარდა, ევროპელებს დისკვალიფიცირებული დე როსიც დააკლდებათ.