ფეხბურთი

20:34 | 22.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მონტოია და “ბარსელონა” ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ

 

“ბარსელონას” 22 წლის მარჯვენა მცველის, მარტინ მონტოიას მომავალთან დაკავშირებით ჭორების გავრცელებას ბოლო მოეღო – ფეხბურთელი და კლუბი ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რაც ოფიციალურად დადასტურდა.

კატალონიური გუნდის ვებგვერდის ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და კონტრაქტზე ხელმოწერების დასმა უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში მოხდება.

მონტოიას მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის. ახალი ხელშეკრულება მას “ბარსელონასთან” 2018 წლის ზაფხულამდე დააკავშირებს. ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევრო იქნება.

მარტინ მონტოია “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია. კატალონიელთა პირველ გუნდში ის 2012 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში მან 53 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

0.12312