როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ყველაზე ნაკლები წინააღმდეგობა
საქართველოს ნაკრებმა პირველი გოლი მე-3 პერიოდის მიწურულს გაიტანა და დასკვნით მეოთხედშიც ერთხელ იხეირა. ორივე შემთხვევაში, თავი მარკო ელეზმა გამოიჩინა.
ამგვარად, ქართველმა წყალბურთელებმა პირველ ეტაპზე ყველა მატჩი წააგეს და A ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს, ახლა კი, ბრძოლას მეშვიდე-მეთორმეტე ადგილებისთვის გააგრძელებენ.
თუ ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე, გერმანიის და საფრანგეთის გუნდების მატჩში გაირკვევა. ქართველები მათ შორის უმჯობესს ანუ B ჯგუფის მეხუთეადგილოსანს ეთამაშებიან.