ფეხბურთი

11:11 | 4.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

მონკი: “ბონი არ იყიდება”

უელსური “სუონსის” მთავარმა მწვრთნელმა, გარი მონკმა განაცხადა, რომ კლუბი ვილფრიდ ბონის გაყიდვას არ აპირებს. აღნიშნულ ინფორმაციას Saturday Scoreboard ავრცელებს.

“ძალიან კარგია, რომ თავისუფალი აგენტები არ გვყავს და ნებისმიერი ფეხბურთელი გუნდს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ამას ჩვენ მოვისურვებთ. ეს კლუბისთვის ძალიან სასარგებლოა.

რაც შეეხება კონკრეტულად ბონის, შეხედეთ მის წინასასეზონო მატჩებს და მიხვდებით, თუ რამდენად მონდომებულია კოტდივუარელი.” – განაცხადა მონკმა.

გასულ სეზონში 25 წლის ბონიმ “სუონსის” მაისურით 48 შეხვედრა ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა.

 

ლევან გოგოტიშვილი

0.11586