სხვა

13:04 | 20.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

მონაკოში სეზონის შვიდი საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა

 

მსოფლიოს ჩემპიონატი ახლოვდება და მძლეოსნებიც სპორტული ფორმის პიკზე გადიან. ამას თუნდაც ბრილიანტის ლიგის მეათე ეტაპიც მოწმობს, რომელიც მონაკოში შედგა და სეზონის შვიდი საუკეთესო შედეგით გამოირჩა.

ამ შვიდიდან სამი კაცთა შორის 1500 მეტრზე გარბენსა და 4X100 ესტაფეტებზე დაფიქსირდა. ესტაფეტები, მოგეხსენებათ, ლიგის პროგრამაში არ შედის, და საერთო ჩათვლაში ამჯერად არც 1500 მეტრზე გარბენის შედეგები შესულა, თუმცა თავად შედეგებს ამით, ცხადია, არაფერი აკლდება.

კილომეტრ-ნახევარზე რბენა 24 წლის კენიელმა, მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა და 2008 წლის ოლიმპიადის გამარჯვებულმა ასბელ კიპროპმა 3 წუთსა და 27,72 წამში მოიგო, რაც, გარდა იმისა, რომ სეზონის საუკეთესო შედეგი და ბრილიანტის ლიგის რეკორდია, ყველა დროის მეოთხე უსწრაფესი მაჩვენებელიცაა. შეგახსენებთ, მსოფლიო რეკორდი ამ დისტანციაზე ლეგენდარულ მაროკოელ ჰიშამ ელ გერუჟს ეკუთვნის – 3.26,00 (რომი, 1998 წლის 14 ივლისი).

ესტაფეტებში კი ამერიკელ კაცთა და ქალთა კვარტეტებმა იმარჯვეს. კაცებმა 37,58 აჩვენეს (სეზონის საუკეთესო შედეგი, ეტაპის რეკორდი), ხოლო ქალებმა – 41,75 (სეზონის საუკეთესო შედეგი, ბრილიანტის ლიგის რეკორდი).

სეზონის საუკეთესო შედეგითა და ბრილიანტის ლიგის რეკორდით – 5,96 – მოიგო ადგილობრივი პუბლიკის მთავარმა ფავორიტმა, ფრანგმა ჭოკით მხტომელმა რენო ლავილენიმაც. ლონდონის ოლიმპიადის ოქროს მედალოსანმა შემდეგ პირადი რეკორდის – 6,01 – გაუმჯობესებაც სცადა, მაგრამ – ამაოდ.

ლიგაში განცდილი ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ გამარჯვება მოიპოვა საერთო ჩათვლის ლიდერმა, ბოტსვანელმა ამანტლე მონტშომ. დისტანცია მან 49,33 წამში დაფარა, რაც სეზონის უსწრაფესი შედეგი და ლიგის რეკორდი გახლავთ.

სეზონის კიდევ ორი საუკეთესო შედეგი 30 წლის ჩეხმა შუბოსანმა, 2012 წლის ევროპის ჩემპიონმა ვიტეზსლავ ვესელიმ და 27 წლის კენიელმა სტაიერმა, 2008 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანმა ედვინ სოიმ აჩვენეს. პირველმა შუბი მეორე ცდაზე 87,68 მეტრზე გატყორცნა და, მართალია, მეოთხე ცდაზე ტრავმის გამო ასპარეზობა შეწყვიტა, მაინც იმარჯვა. მეორემ კი დრამატულ გარბენში ფინიშის სწორზე გადაასწრო ბაჰრეინელ იუნიორ ალბერტ პროპს.

ხორვატმა ბადროს მტყორცნელმა ქალმა სანდრა პერკოვიჩმა წლეულს ლიგაში ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ამჯერად მოგების მომტანი ტყორცნის შესრულება მხოლოდ მეხუთე ცდაზე შეძლო – 65,30. საერთო ჩათვლაში პერკოვიჩი უშუალო მდევარს, კუბელ იარელის ბარიოსს, უკვე 18 ქულით უსწრებს.

ქალთა შორის სიმაღლეზე ხტომაში შარშანდელი ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანმა ამერიკელმა ბრიჯეტ ბარეტმა შარშანდელივე ოლიმპიადის გამარჯვებულს, რუს ანა ჩიჩეროვას დაძაბულ ბრძოლაში აჯობა. ამერიკელმა 2,01 სიმაღლე პირველსავე ცდაზე დაძლია, რუსს კი სამივე ცდა გაუცუდდა. მესამე ადგილზე მსოფლიოს ორგზის (2007, 2009) ჩემპიონი, ხორვატი ბლანკა ვლაშიჩი გავიდა.

ასევე საინტერესო გამოდგა სიგრძეზე მხტომელ ქალთა შეჯიბრიც, რომელიც 24 წლის ნიგერიელმა ბლესინგ ოკაგბარემ პირადი რეკორდით – 7,04 – მოიგო.

ქალთა შორის 3000 მეტრზე სტიპლჩეიზში, როგორც მოსალოდნელი იყო, საერთო ჩათვლის ორი კენიელი ლიდერის – ლიდია ჩეპკურუისა და მილცა ჩემოსის – უშეღავათო ორთაბრძოლის მომსწრენი გავხდით. ჩემოსმა მეტოქეს ეტაპის რეკორდით სძლია და საერთო ჩათვლაში გაუთანაბრდა.

100 მეტრზე თარჯრბენში მოქმედმა მსოფლიო და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ავსტრალიელმა სალი პირსონმა ისევ ვერ შეძლო ქულის აღება – გარბენი მხოლოდ მეხუთე ადგილზე დაასრულა. ისევ წაიფორხილა ორგზის (2004, 2012) ოლიმპიურმა ჩემპიონმა 400 მეტრზე თარჯრბენში, დომინიკელმა ფელიქს სანჩესმაც - ფინიში მხოლოდ მეექვსემ გადაკვეთა.

სპრინტერმა ჯასტინ გეტლინმა, რომელმაც 4X100 ესტაფეტაში ამერიკული კვარტეტის გამარჯვებაშიც ლომის წილი დაიდო, 100 მეტრზე გარბენშიც იმარჯვა და საერთო ჩათვლაში პირველ ადგილს დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ საერთო ჩათვლაში მისი ორი უშუალო მდევარი, ამერიკელი ტაისონ გეი და იამაიკელი ნესტა კარტერი, გასულ კვირაში დოპინგზე ჩავარდა და, შესაბამისად, ლიგის რბოლას გამოეთიშა.

ლიგაში უკვე რამდენიმე კვირაა, ვეღარ ასპარეზობს და, როგორც ამ დღეებში გაირკვა, ვერც მოსკოვში 10-18 აგვისტოს გასამართ მსოფლიო პირველობაზე გამოვა მოქმედი მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი 800 მეტრზე რბენაში დევიდ რუდიშა – მას მუხლის ტრავმა აწუხებს და სარბიელს მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ დაუბრუნდება.

მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს 100 მეტრზე რბენაში წინა პირველობის გამარჯვებული, 23 წლის იამაიკელი იოჰან ბლეიკიც, რომელიც აპრილიდან მოყოლებული მუხლქვეშა მყესს მკურნალობს და ამის გამოა, წლეულს ბრილიანტის ლიგაზე არცერთხელ რომ არ გამოჩენილა.

ლიგის მომდევნო, მე-11 ეტაპი 26 ივლისს, ლონდონში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ბრილიანტის ლიგაში შეჯიბრებები 32 დისციპლინაში 14 ეტაპად ტარდება; აქედან თითოეულ დისციპლინას 7 ეტაპი ეთმობა. რიგით ეტაპზე გამარჯვებულ სპორტსმენს 4 ქულა ერიცხება, მეორე და მესამე ადგილებზე გასულებს, შესაბამისად, 2 და 1., ხოლო დისციპლინის ფინალურ ეტაპზე ქულები ორმაგდება - 1. - 8, 2. - 4, 3. - 2. ლიგის გამარჯვებული ის სპორტსმენი ხდება, რომელიც ყველაზე მეტ ქულას აგროვებს. გამარჯვებულს 40 ათასი დოლარი და ბრილიანტის ჯილდო ერგება.

 

ბრილიანტის ლიგა. 2013

მე-10 ეტაპი. 19 ივლისი. მონაკო

 

(სსშ – სეზონის საუკეთესო შედეგი)

(ბლრ – ბრილიანტის ლიგის რეკორდი)

(ერ – ეტაპის რეკორდი)

 

კაცები 

100 მ.

1. ჯასტინ გეტლინი (აშშ) 9,94

2. დენტარიუს ლოკი (აშშ) 9,96

3. ჯიმი ვიკო (საფრანგეთი) 9,99

საერთო ჩათვლა 

1. გეტლინი – 12 ქულა

2. ტაისონ გეი (აშშ) – 8  

3. ნესტა კარტერი (იამაიკა) – 5  

4. მაიკლ როჯერსი (აშშ) – 3  

5. რაიან ბეილი (აშშ) – 2  

5. უსაინ ბოლტი (იამაიკა) – 2  

5. ჯეიმს დასაოლუ (ბრიტანეთი) – 2  

5. ასაფა პაუელი (იამაიკა) – 2

5. ლოკი – 2

5. ჯიმი ვიკო (საფრანგეთი) – 2  

11. კესტონ ბლედმენი (ტრინიდადი) – 1  

11. კიმ კოლინზი (სენტ კიტსი და ნევისი) – 1  

 

400 მ. თარჯრბენი

1. ჯეჰიუ გორდონი (ტრინიდადი) 48,00

2. ჯონი დაჩი (აშშ) 48,20

3. ხავიერი კულსონი (პუერტო რიკო)

საერთო ჩათვლა 

1. კულსონი - 13 ქულა 

2. მაიკლ ტინსლი (აშშ) – 9  

3. ჯონი დაჩი (აშშ) – 7  

4. გორდონი – 4  

5. მამადუ კასე ჰანი (სენეგალი) – 2  

5. ბერშონ ჯეკსონი (აშშ) – 2

5. ფელიქს სანჩესი (დომინიკელთა რ-ა) - 2

5. რის უილიამსი (ბრიტანეთი) - 2

9. კორნელ ფრედერიკსი (სარ) – 1

 

800 მ.

1. დუეინ სოლომონი (აშშ) 1.43,72

2. პიერ-ამბრუაზ ბოსი (საფრანგეთი) 1.43,76

3. კევინ ლოპესი (ესპანეთი) 1.43,93

საერთო ჩათვლა

1. მოჰამედ ამანი (ეთიოპია) – 14 ქულა

2. დევიდ რუდიშა (კენია) – 8

3. ბოსი (საფრანგეთი) – 6

4. დუეინი 4

5. ანდრე ოლივიე (სარ) – 3

5. ენდრიუ ოსაგიე (ბრიტანეთი) – 3

7. ჯობ კინიორი (კენია) – 1

7 ტიმოტი კიტუმი (კენია) – 1

7. მარცინ ლევანდოვსკინ (პოლონეთი) – 1

7. ლოპესი – 1

 

5000 მ.

1. ედვინ ჩერუიტო სოი (კენია) 12.51,34 (სსშ, ერ)

2. ალბერტ როპი (ბაჰრეინი) 12.51,96      

3. ისაია კიპლაგატ კოეჩი (კენია) 12.56,08          

საერთო ჩათვლა

1. ჰაგოს გებრჰივეტი (ეთიოპია) – 13 ქულა

2. იენევ ალამირევი (ეთიოპია) – 11 ქ

3. მო ფარა (ბრიტანეთი) – 4 ქ

4. სოი – 4 ქ

5. ვინსენტ კიპროპ ჩეპკოკი (კენია) – 2 ქ

5. ტომას პკევეი ლონგოსივა (კენია) – 2 ქ

5. ისაია კიპლაგატ კოეჩი (კენია) – 2 ქ

5. როპი – 2 ქ

9. იბრაჰიმ ჯეილანი (ეთიოპია) – 1 ქ

9. მუქთარ ედრისი (ეთიოპია) – 1 ქ

 

ჭოკით ხტომა

1. რენო ლავილენი (საფრანგეთი) 5,96 (სსშ, ბლრ)

2. ბრედ უოკერი (აშშ) 5,78

3. ოტო ბიორნი (გერმანია) 5,70

საერთო ჩათვლა

1. ლავილენი – 14 ქულა

2. კონსტანტინოს ფილიპიდისი (საბერძნეთი) – 9

3. რაფაელ ჰოლცდეპე (გერმანია) – 8

4. მალტე მორი (გერმანია) – 4

5. ბიორნ ოტო (გერმანია) – 3

6. იან კუდლიჩკა (ჩეხეთი) – 2

6. უოკერი – 2

8. აუგუსტო დუტრა (ბრაზილია) – 2

 

სამხტომი

1. კრისტიან ტეილორი (აშშ) 17,30

2. დანიელე გრეკო (იტალია) 17,25

3. პედრო პაბლო პიჩარდო (კუბა) 16,94

საერთო ჩათვლა

1. ტეილორი – 19 ქულა

2. ბენჟამენ კომპაორე (საფრანგეთი) – 6

3. პიჩარდო - 5 ქ

4. ტედი ტამგო (საფრანგეთი) - 5

5. დანიელე გრეკო (იტალია) – 4

6. ალეკსეი ფიოდოროვი (რუსეთი) – 1

6. იოან რაპინიე (საფრანგეთი) - 1

6. გაეტან საკუ ბაფუანგა (საფრანგეთი) – 1

 

შუბის ტყორცნა

1. ვიტეზსლავ ვესელი (ჩეხეთი) 87,68 (სსშ)

2. დმიტრი ტარაბინი (რუსეთი) 84,33

3. ანდრეას თორკილდსენი (ნორვეგია) 83,71

საერთო ჩათვლა

1. ვესელი – 14 ქულა

2. ტერო პიტკემეკი (ფინეთი) – 8 ქ

2. თორკილდსენი – 8 ქ

4. კიმ ამბი (შვედეთი) – 4 ქ

5. ტარაბინი – 3 ქ

6. არი მანიო (ფინეთი) – 2 ქ

7. ტომას რიოლერი (გერმანია) – 1 ქ

7. სტიუარტ ფარკუარი (ახალი ზელანდია) – 1 ქ

 

ქალები

200 მ.

1. მიურიელ აურე (კოტ დ’ივუარი) 22,24  

2. ტიფანი ტაუნსენდი (აშშ) 22,26

3. შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი (იამაიკა) 22,28

საერთო ჩათვლა

1. აურე – 8 ქულა

2. ფრეიზერ-პრაისი – 6

3. ვერონიკა კემპბელ-ბრაუნი (იამაიკა) – 4

3. ბლესინგ ოკაგბარე (ნიგერია) – 4

3. მარია რემენი (უკრაინა) – 4

6. ელისონ ფელიქსი (აშშ) – 2

6. ივეტ ლალოვა (ბულგარეთი) – 2

6 ანიშა მაკლაფლინი (აშშ) – 2

6. შერონ სიმპსონი (იამაიკა) – 2

6. ლაშონტე მური (აშშ) – 2

6. ტაუნსენდი – 2

12. შალონდა ზოლომონი (აშშ) – 1

12. მირიამ სუმარი (საფრანგეთი) – 1

12. კიმბერლინ დანკანი (აშშ) – 1

 

400 მ.

1. ამანტლე მონტშო (ბოტსვანა) 49,33 (სსშ, ბლრ)

2. სტეფანი მაკფერსონი (იამაიკა) 49,92

3. ფრანსინა მაკკორორი (აშშ) 49,96

საერთო ჩათვლა

1. მონტშო – 20 ქულა

2. მაკკორორი – 8

3. კრისტინ ოჰურუგუ (ბრიტანეთი) - 5

4. ნატაშა ჰასტინგსი (აშშ) 3

5. ელისონ ფელიქსი (აშშ) – 2

5. მაკფერსონი – 2

5. უილიამს-მილსი – 2

 

1500 მ.

1. ჯენი სიმპსონი (აშშ) 4.00,48

2. ჰელენ ობირი (კენია) 4.00,93

3. ბრენდა მარტინესი (აშშ) 4.00,94

საერთო ჩათვლა

1. აბება არეგავი (შვედეთი) – 20 ქულა

2. სიმპსონი – 5 ქ

3. ობირი – 4 ქ

4. გენზებე დიბაბა (ეთიოპია) – 3 ქ

5. სიფან ჰასანი (ეთიოპია) – 2 ქ

5. ფაით ჩეპნგეტიჩ კიპიეგონი (კენია) – 2 ქ

5. ნენსი ჯებეტ ლანგატი (კენია) – 2 ქ

5. მარტინესი – 2 ქ

9. სიჰამ ჰილალი (მაროკო) – 1 ქ

9. ეკატერინა შარმინა (რუსეთი) – 1 ქ

 

100 მ. თარჯრბენი

1. ქუინ ჰარისონი (აშშ) 12,64

2. ივეტ ლიუისი (აშშ) 12,69

3. კელი უელსი (აშშ) 12,70

საერთო ჩათვლა

1. დონ ჰარპერ-ნელსონი (აშშ) – 16 ქულა

2. უელსი – 7

3. ქუინ ჰარისონი (აშშ) – 5

3. ტიფანი პორტერი (ბრიტანეთი) – 5

5. ლოლო ჯონსი (აშშ) – 3

6. სარა აერტსი (ბელგია) – 2

6. ლიუისი 2 ქ

8. ვირჯინია კროუფორდი (აშშ) – 1

8. ბეატე შროტი (ავსტრია) – 1

 

3000 . სტიპლჩეიზი

1. მილცა ჩემოსი (კენია)     9.14,17

2. ლიდია ჩეპკურუი (კენია) 9.15,18

3. ფენსი ჩეროტიჩი (კენია) 9.36,82

საერთო ჩათვლა

1. ჩემოსი – 12 ქულა

2. ჩეპკურუი – 12 ქ

3. სოფია ასეფა (ეთიოპია) – 8 ქ

4. ჰივოტ აიალევი (ეთიოპია) – 6 ქ

5. ეტენეშ დირო ნედა (ეთიოპია) – 3 ქ   

6. ჩეროტიჩი – 1 ქ

 

სიმაღლეზე ხტომა

1. ბრიჯეტ ბარეტი (აშშ) 2,01

2. ანა ჩიჩეროვა (რუსეთი) 1,98

3. ბლანკა ვლაშიჩი (ხორვატია) 1,98

საერთო ჩათვლა

1. ჩიჩეროვა – 11 ქულა

2. სვეტლანა შკოლინა (რუსეთი) – 8

3. ბარეტი – 7

3. ვლაშიჩი – 7

5. ემა გრინ ტრეგარო (შვედეთი) – 4

 

სიგრძეზე ხტომა

1. ბლესინგ ოკაგბარე (ნიგერია) 7,04

2. დარია კლიშინა (რუსეთი) 6,98

3. შარა პროქტორი (ბრიტანეთი) 6,74

საერთო ჩათვლა

1. ოკაგბარე - 10 ქულა

1. ბრიტნი რიზი (აშშ) – 10

3. პროქტორი9

4. ჯენი დელოჩ სუკუპი (აშშ) – 7

5. ელოიზ ლეზიუორი (საფრანგეთი) - 3

6. კლიშინა – 6 ქ

7. ელენა სოკოლოვა (რუსეთი) – 1

 

ბადროს ტყორცნა

1. სანდრა პერკოვიჩი (ხორვატია) 65,30

2. იარელის ბარიოსი (კუბა) 64,24

3. ჯია ლიუის-სმოლვუდი (აშშ) 63,63

საერთო ჩათვლა

1. პერკოვიჩი – 24 ქულა

2. ბარიოსი – 6

3. ლიუის-სმოლვუდი – 5

2. ზინაიდა სენდრიუტე (ლიტვა) – 4

4. ანნა რიუ (გერმანია) - 2

6. მელინა რობერტ-მიშონი (საფრანგეთი) – 1

 

 

0.356391