ფეხბურთი

21:36 | 15.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკოში” დანი ალვესიც ახსენეს

საფრანგეთის ლიგა ერთში დაბრუნებული “მონაკო” ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავებზე ნადირობას განაგრძობს. ამჯერად, ფრანგული კლუბის ინტერესის სფეროში “ბარსელონას” მარჯვენა მცველი დანი ალვესი მოხვდა.

აქამდე არსებული ინფორმაციის თანახმად, “მონაკოს” “ბარსას” კარის დარაჯის, ვიქტორ ვალდესის შეძენა სურდა. ესპანელი ფეხბურთელის შემთხვევაში, საქმე მარტივადაა – ცნობილია, რომ ვალდესს გუნდის გამოცვლა სურს და სავარაუდოდ, ეს უახლოეს ზაფხულში მოხდება. გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელები მეკარეს 10-15 მილიონ ევროდ შეელევიან. ალვესის შემთხვევაში, საქმე შედარებით რთულადაა. დიდი ალბათობით, “ბარსა” მარჯვენა მცველს იოლად არ დათმობს.

ესპანური Cadena Cope-ს ცნობით, “მონაკომ” “ბარსას” ალვესისა და ვალდესის ტრანსფერებთან დაკავშირებით უკვე მიმართა.

 

0.1129