ფეხბურთი

1:34 | 7.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკომ” ტულალანის ტრანსფერი დაადასტურა

“მონაკომ” კიდევ ერთი ტრანსფერი გააოფიციალურა. ფრანგული კლუბის რიგები, როგორც მოსალოდნელი იყო, 29 წლის ჟერემი ტულალანმა შეავსო.

“მალაგას” ყოფილმა ნახევარმცველმა “მონაკოსთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით. გარიგების ფინანსური დეტალები ოფიციალურად არ ხმაურდება. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, “მონაკოს” ტულალანის ტრანსფერი 5 მილიონი ევრო დაუჯდა.

მიმდინარე ზაფხულში, “მონაკომ” უკვე მე-6 ტრანსფერი განახორციელა. ლიგა ორიდან ახლახანს აღზევებულმა კლუბმა, აქამდე, ნიკოლა იზიმატ მირინი “ვალანსიენიდან”, ჟოაუ მოუტინიო და ხამეს როდრიგესი “პორტუდან”, რიკარდუ კარვალიო “რეალიდან” და რადამელ ფალკაო “ატლეტიკოდან” დაიმატა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114247