ფეხბურთი

22:41 | 16.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკომ” სიმეონე, კოსტა და კასილიასი მოინიშნა

 

ესპანური სპორტული გამოცემის, Marca-ს ცნობით, მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის დროს, “მონაკო” გაძლიერებას მადრიდული გუნდების ხარჯზე გეგმავს.

მადრიდელი ჟურნალისტების ინფორმაციით, “მონაკო” გუნდის მთავარი მწვრთნელის, კლაუდიო რანიერის გაშვებას და მის ნაცვლად “ატლეტიკოს” დამრიგებლის, დიეგო სიმეონეს მიწვევას გეგმავს. არგენტინელ სპეციალისტს საშუალება ექნება თან წაიყვანოს მისი ამჟამინდელი გუნდის ლიდერი დიეგო კოსტა, რომელსაც მონაკოელები “ატლეტიკოს” ყოფილი თავდამსხმელის, რადამელ ფალკაოს შემცვლელად მოიაზრებენ.

“მონაკო” ფეხბურთელის დამატებას მე-2 მადრიდული გუნდიდანაც აპირებს. საფრანგეთში მოთამაშე გუნდი მზადაა “რეალის” მეკარე იკერ კასილიასი ერთი წლით ინათხოვროს და ფეხბურთელის ხელფასი სრულად დაფაროს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110982