33 წლის ფრანგი მარცხენა მცველი ერიკ აბიდალი “მონაკოს” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა.
“ბარსელონადან” წამოსვლის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე აბიდალსა და “მონაკოს” შორის მოლაპარაკებები დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფეხბურთელი ორწლიან კონტრაქტს ითხოვდა, ხოლო ფრანგული კლუბი ხელშეკრულების 1+1 სისტემით გაფორმების მომხრე იყო. საბოლოოდ, “მონაკომ” თავისი გაიტანა და აბიდალთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
აბიდალს “მონაკოში” თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. ის ამ კლუბში 2000-02 წლებში გამოდიოდა. შემდეგ, ფრანგმა უკანახაზელმლა “ლილს” მიაშურა, საიდანაც “ლიონში”, ხოლო შემდეგ “ბარსელონაში” გადავიდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მიცვალებული ადგა : ))))))))))))))))
კარგია აბი არადა წინაზე დაიწერა მონაკომ იუარაო ვერაფერი ვეღარ გამიგია იმენა ტელესერიალია ეს სატრანსფერო ბაზარი ვისი ვისაშია ვერ გაიგებ
მშვენიერი არჩევანია......აბის წარმატებები
კაია ამ სიბერეში და ასეთი ავადმყოფობის მერე დაისვენებს რა ჯობია მონაკოს