ფეხბურთი

15:22 | 28.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკომ” ტრანსფერები დაასრულა

რანიერი ნანიზე უარს ამბობს დ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

 

საფრანგეთის ლიგა 1-ში დაბრუნებული “მონაკოს” მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი დარწმუნებულია, რომ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მისი გუნდი აღარავის შეიძებს.

Lequipe-სთვის მიცემულ ინტერვიუში იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ნანის, ან კიდევ რომელიმე სხვა ფეხბურთელის შესაძლო შეძენასთან გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება.

“ნანის ყიდვა გვსურს? არა, ეს მხოლოდ ჭორია. კლუბმა შეძენები დაასრულა. რაღა თქმა უნდა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ნანის შეძენას ნამდვილად არ ვაპირებთ. “მონაკო” განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. მუშაობას და ახალი პროექტის შენებას განვაგრძობთ” - განაცხადა რანიერიმ.

ცოტა ხნის წინ მონაკოელთა თავკაცმა განაცხადა, რომ მომავალ სეზონში მისი გუნდის მიზანი ჩემპიონობისთვის ბრძოლა არ იქნება, ახლა კი დააკონკრეტა, რომ მესამე-მეშვიდე ადგილების დაკავებას ეცდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118298