ფეხბურთი

12:20 | 18.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკო” რანიერის გაუშვებს

 

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, “მონაკოს” ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კლაუდიო რანიერის დაითხოვს. ამის შესახებ Goal-ი იუწყება.

“მონაკოს” ხელმძღვანელები იტალიელის მუშაობით უკმაყოფილონი არიან, რადგან კლუბი ამ სეზონში უტიტულოდ რჩება. რანიერის გუნდმა ტიტულის მოგების უკანასკნელი შანსი “გენგამთან” საფრანგეთის თასის ნახევარფინალურ მატჩში (1:3) დაკარგა.

“მონაკოს” მმართველები ახალ მწვრთნელს უკვე ეძებენ. ერთ-ერთ კანდიდატად მადრიდის “ატლეტიკოს” თავკაცი დიეგო სიმეონე სახელდება.

0.116987