ფეხბურთი

12:27 | 26.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკო” რანიერის გაშვებაზე დაფიქრდა

დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონიდან, “მონაკოს” ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. Calcio News-ის ცნობით, გუნდის ამჟამინდელ თავკაც კლაუდიო რანიერის კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და “მონაკოს” ხელმძღვანელობას მისი გახანგრძლივება არ სურს.

“მონაკო” საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ლიდერ პსჟ-ს 5 ქულით ჩამორჩება და ჩემპიონობის მცირე შანსი აქვს, რითაც კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა.

როგორც ირკვევა, “მონაკოში” რანიერის შემცლელად “სუონსიდან” ახლახანს დათხოვნილ მიქაელ ლაუდრუპს განიხილავენ.

 

0.115747