ფეხბურთი

11:47 | 30.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკო” “ლილის” მცველს უმიზნებს

საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში აღზევებული “მონაკო” შემადგენლობის გაძლიერებას აგრძელებს. L’Equipe-ს ცნობით, ფინანსურად ერთობ მოღონიერებულმა კლუბმა თვალი “ლილის” ნიჭიერ მცველ ლუკას დინს დაადგა.

19 წლის ფრანგის შესაძენად რამდენიმე ძლიერი ევროპული კლუბი იბრძვის. “მონაკოს” მთავარი კონკურენტი “პარი სენ-ჟერმენია”, რომელიც ტრანსფერის გასაჩარხად ფინანსებს არ იშურებს. ჯერჯერობით, “მონაკო” აქტიურად მოქმედებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ “ლილმა” მცველს მოლაპარაკების გამართვის უფლება მისცა. მონაკოელებმა დინს ხელფასის სახით თვეში 270 ათასი ევრო შესთავაზეს.

რაც შეეხება სატრანსფერო ფასს, “ლილი” ახალგაზრდა მცველში 15 მილიონ ევროს ითხოვს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127695