ფეხბურთი

19:36 | 9.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკო” იკარდისაც აკვირდება

საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე “მონაკო” თავდამსხმელის ძებნას განაგრძობს. კლაუდიო რანიერის გუნდის მორიგი სამიზნე “ინტერის” ახალგაზრდა შემტევი მაურო იკარდია.

21 წლის თავდამსხმელი “ინტერში” პირველ სეზონს ატარებს. სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 18 თამაშში იკარდიმ 6 გოლი გაიტანა და “მონაკოს” ყურადღება მიიპყრო.

ცნობილია, რომ “მონაკოს” კიდევ ერთი სამიზნე დიეგო კოსტას შეძენაა. თუ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა საფრანგეთის ჩემპიონატს მიაშურა, მაშინ იკარდისთვის უკვე “ატლეტიკო” იბრძოლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12267