ფეხბურთი

22:21 | 24.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკო” ფალკაოს ვუჩინიჩით შეცვლას აპირებს

Corriere dello Sport-ის ცნობით, “მონაკოს” ტრავმირებული რადამელ ფალკაოს შეცვლა “იუვენტუსის” შემტევით, მირკო ვუჩინიჩით სურს.

ცოტა ხნის წინათ, “მონაკოს” კოლუმბიელმა ვარსკვლავმა სერიოზული ტრავმა მიიღო და მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია. იტალიელი ჟურნალისტების ცნობით, კლაუდიო რანიერის ფალკაოს შემცვლელად ვუჩინიჩი სურს და კილუბებმა მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.

გავრცელებული ინფორმაციით, “მონაკომ” “იუვენტუსს” 10 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ ტურინელები 30 წლის მონტენეგროელი თავდამსხმელის მინიმუმ 15 მილიონად გაყიდვას აპირებენ.

0.118006