“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი იმედოვნებს, რომ ოდესმე მიეცემა მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავთან, კრიშტიანუ რონალდუსთან მუშაობის საშუალება.
“ჩვენს კლუბში დასაქმებული ნებისმიერი ადამიანი გეტყვით, რომ რონალდუ საუკეთესოა. მე არ მქონია მასთან ერთად მუშაობის საშუალება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ოდესმე ეს მოხდება” – აღნიშნა მოიესმა.