“მანჩესტერ იუნაიტედის” ახლადდანიშნულ თავკაც დევიდ მოიესს “ოლდ ტრაფორდზე” თავისი ყოფილი შეგირდის – “ევერტონელი” მარუან ფელაინის წაყვანა სურს. The Guardian-ის ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ბელგიელი “წითელი ეშმაკების” მთავარი სამიზნე იქნება.
მოიესს ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება სჭირდება, რადგან ანდერსონი არასტაბილურია, დარენ ფლეტჩერის მომავალი ბურუსითმოცულია, პოლ სქოულზმა კი, საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამგვარად, შოტლანდიელი სპეციალისტი მაიკლ კერიკის, ტომ კლევერლისა და 39 წლის რაიან გიგზის იმედადაა.
ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში, ფელაინიმ 31 მატჩი ჩაატარა, სადაც 11 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოირჩა.