ფეხბურთი

20:46 | 15.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოიესმა კალენდარი დაიწუნა

ინგლისის ჩემპიონ “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი, სეზონის სტარტზე საკუთარი გუნდის კალენდარით, უკმაყოფილოა.

ინგლისის პრემიერლიგის საწყის ხუთ ტურში, “წითელი ეშმაკები” ჯერ “სუონსის” სტუმრობენ, მერე ლონდონის “ჩელსის” მასპინძლობენ, ორი გასვლა უწევთ პრინციპულ მეტოქეებთან, “ლივერპულთან” და “მანჩესტერ სიტისთან”, მეოთხე ტურში კი “კრისტალ პალასს” იღებენ.

შოტლანდიელმა საკუთარი მოსაზრება BBC-სთან საუბერში დააფიქსირა:

“ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, რომ ასეთი სტარტი ბრმა კენჭისყრამ დაგვიგეგმა. ვფიქრობ, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, “მანჩესტერს” სეზონის სტარტზე ასეთი ცუდი კალენდარი არ ჰქონია. ვიმედოვნებ, ეს იმის გამო არ ხდება, რომ გასული ჩემპიონატი “იუნაიტედმა” დიდი უპირატესობით მოიგო”.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119795