ზამთრის სატრანსფერო სეზონში, “მანჩესტერ იუნაიტედი” რამდენიმე ფეხბურთელის შეძენას გეგმავს. Daily Star-ის ცნობით, “წითელი ეშმაკების” თავკაცი დევიდ მოიესი აქცენტს ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებაზე აკეთებს.
მოგეხსენებათ, ზაფხულში, მანჩესტერელებმა მხოლოდ მარუან ფელაინი შეიძინეს და რამდენიმე ტრანსფერი ჩაეშალათ. ზამთარში, დევიდ მოიესი ანდერ ერერას, სესკ ფაბრეგასისა და ალექს სონგის შეძენას ეცდება. გარდა ამისა, განიხილება “რომას” ვიცე-კაპიტნის – დანიელე დე როსის კანდიდატურაც.
აღსანიშნავია, რომ “მანჩესტერმა” “ბარსელონას” ფაბრეგასის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადებით 3-ჯერ მიმართა, მაგრამ ყველა შემთხვევაში უარი მიიღო.