“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა, ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემასთან ინტერვიუში თქვა, რომ ნახევარმცველ ვილფრიდ ზაასი ეიმედება.
“ზაა ძალიან ბევრს მუშაობს. ვარჯიშებზე მაქსიმალურად იხარჯება და შესაბამისად, ძირითად შემადგენლობასაც უახლოვდება. მისი იმედი რომ არ გვქონდეს, გუნდშიც არ გვეყოლებოდა. შანსი აუცილებლად მიეცემა და იმედია, გამოიყენებს”, – განაცხადა მოიესმა.
ვილფრიდ ზაას, პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში არც ერთ შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა.