ფეხბურთი

20:02 | 14.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოიესი: “უპირველესად საკუთარი გზა უნდა ვიპოვნო”

 

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი ამბობს, რომ კმაყოფილი იქნება თუ იმის მეოთხედ პრიზებს მოიგებს, რაც მისმა წინამორბედმა – ალექს ფერგიუსონმა მოიპოვა.

“წლეულს პირველი სეზონი მექნება “მანჩესტერში.” ჩემი პოსტი, შესაძლოა, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელისგან მივიღე, ამიტომ, სულ ვიმეორებ, საკუთარი მუშაობით დავკმაყოფილდები თუკი იმის მეოთხედ პრიზებს მაინც მოვიგებ, რაც სერ ალექსმა მოიპოვა. ამიტომ, უპირველესად, კარგად უნდა გავიაზრო ახალი თანამდებობის ტვირთი და საკუთარი გზა ვიპოვნო” – უთხრა მოიესმა Reuters-ს.

0.118568