ფეხბურთი

13:27 | 7.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოიესი: “თამაშს ვერავის დავაძალებ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი თავდამსხმელ უეინ რუნის გადასარწმუნებლად მოლაპარაკების წამოწყებას არ აპირებს. შეგახსენებთ, ინგლისის ნაკრების ფორვარდს მანჩესტერში დარჩენა აღარ სურს და კლუბის ხელმძღვანელობისგან სასწრაფოდ გაშვება უკვე რამდენიმეჯერ ითხოვა, მაგრამ ამაოდ.

“მთავარია, ჯანმრთელობამ შეუწყოს ხელი და მინდორზე გასვლა შეძლოს. დანარჩენი კი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშს ვერავის დავაძალებ და ამ საკითხზე რუნისთან საუბრის აუცილებლობას ვერ ვხედავ. გაბრაზდა თუ არა, როდესაც მასთან დაკავშირებული “ჩელსის” შემოთავაზება არ მივიღეთ? არ ვიცი, არ მიკითხავს”, – უთხრა დევიდ მოიესმა ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემას.

0.101807