“მანჩესტერ იუნაიტედის” თავაკცმა დევიდ მოიესმა საბოლოოდ განაცხადა, რომ კლუბი უეინ რუნის გაყიდვას არ გეგმავს. “წითელი ეშმაკების” დამრიგებელი აღშფოთებულია იმით, რომ მანჩესტერელთა “ათიანს” ევროპული მედიასაშუალებები სხვადასხვა კლუბებს უკავშირებენ.
“რამდენადაც მახსოვს, უკვე ვთქვი, რომ რუნი არ იყიდება. ხალხს მაღალი დონის ფეხბურთელებზე საუბარი ძალიან უყვარს. უეინის შესახებ ბევრი მეკითხება და დარწმუნებული ვარ, ჟოზე მოურინიოსაც ხშირად უწევს თავის მოთამაშეებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების გაცემა. მზად ვარ, კიდევ ერთხელ ვთქვა: რუნი “მანჩესტერის” ფეხბურთელია და “ოლდ ტრაფორდზე” დარჩება. მოურინიო ამბობს, რომ სხვა გუნდის ფეხბურთელებზე საუბარი არ უყვარს, მაგრამ როგორც ჩანს, გამონაკლისებიც ხდება”, - განუცხადა მოიესმა The Telegraph-ს.
მოგეხსენებათ, რუნის მსურველი ერთ-ერთი კლუბი სწორედ მოურინიოს “ჩელსია”.