მანჩესტერ ,,იუნაიტედის’’ მთავარი მწვრთნელის დევიდ მოიესის გადაწყვეტილებით, ,,უიგანში’’ არენდის წესით მყოფი ნიკ პაუელი კლუბს არ დაუბრუნდება. Mirror-ის ცნობით, მოიესი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფება, თუმცა ამ ეტაპზე შოტლანდიელი მწვრთნელი 19 წლის ინგლისელის დაბრუნებას არ აპირებს, მისი აზრით, პაუელს უფრო დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე ეს ,,უიგანში’’ თამაშისას გამოავლინა.
მოიესი ამბობს, რომ უმჯობესი იქნება პაუელმა საიჯარო ხელშეკრულება პრემიერლიგის კლუბთან გააფორმოს. ფეხბურთელით დაინტერესებულნი არიან ,,ვესტ ჰემი,’’ ,,კრისტალ პალასი’’ და ,,სტოკ სიტი’’.
შეგახსენებთ ნიკ პაუელი სერ ალექს ფერგიუსონმა გადაიბირა ,,ქრიუდან’’, სადაც ძალიან წარმატებული პერიოდი ჰქონდა ჩემპიონშიფში. თუმცა გასულ სეზონში “წითელი ეშმაკების” რიგებში თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა. ამ მიზეზით ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს არენდის წესით ,,უიგან ატლეტიკის’’ რიგებში ჩაირიცხა და 20 შეხვედრაში 6 გოლისა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.
2010 წელს 16 წლის ასაკში ნიკ პაუელი ინგლისის 17 წლამდე ნაკრებთან ერთად თბილისში იმყოფებოდა და ადგილობრივ თანატოლებთან დაპირისპირებისას სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ, მაშინ ის შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. პაუელს თავი არ გამოუჩენია, ქართველთაგან გოლი კი ბაჩანა არაბულმა გაიტანა.
დიმიტრი შარიქაძე