ფეხბურთი

17:37 | 12.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოიესი მოდრიჩზე ფიქრობს

 

Daily Star-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედს” მადრიდის ”რეალის” შემტევი ნახევარმცველის, ხორვატი ლუკა მოდრიჩის შეძენა სურს. მანჩესტერელთა ახალ დამრიგებელს, დევიდ მოიესს მიაჩნია, რომ მოდრიჩი აუცილებლად უნდა შეიძინონ. არის ალტერნატიული ვარიანტიც, ახლახან დამთავრებულ კონფედერაციათა თასზე მოიესს იტალიის ნაკრებში მოთამაშე, “ლაციოს” ნახევარმცველი ანტონიო კანდრევა მოსწონებია, თუმცა უპირატესობას მაინც მოდრიჩს ანიჭებს.

გასულ სეზონში მოდრიჩმა ”რეალის” შემადგენლობაში 44 მატჩი ჩაატარა, 4 ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.1159