ფეხბურთი

18:38 | 22.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოიესი კომპენსაციის სახით 10 მილიონს მიიღებს

“მანჩესტერ იუნაიტედიდან” დათხოვილი დევიდ მოიესი კომპენსაციის სახით 10 მილიონ გირვანქას მიიღებს.

მოიესმა, როდესაც სეზონის დასაწყისში მანჩესტერელებს სათავეში ჩაუდგა, კლუბთან 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და წელიწადში მისი ხელფასი დაახლოებით 5 მილიონი გირვანქა იყო.

შოტლანდიელმა თანამდებობა ერთი წელიც ვერ შეინარჩუნა, მაგრამ “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები მისთვის დარჩენილი 5 წლის განმავლობაში ხელფასის გადახდას არ აპირებენ.

გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, მოიესის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმად დათხოვნის შემთხვევაში 10 მილიონი გირვანქა ეკუთვნის.

0.112318