ფეხბურთი

10:50 | 8.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოიესი “ევერტონელებს” დაერია

“მანჩესტერ იუნაიტედი” “ევერტონის” ერთბაშად ორი ფეხბურთელის – ლეიტონ ბეინსისა და მარუან ფელაინის შეძენას ცდილობს. The Telegraph-ის ცნობით, ყოფილი შეგირდების გადაბირებით “წითელი ეშმაკების” თავკაცი დევიდ მოიესია დაინტერესებული.

შოტლანდიელ სპეციალისტს სჯერა, რომ მერსისაიდელებს ხსენებულ ფეხბურთელებს 30 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ დაათმობინებს. თავის მხრივ, “ევერტონის” თავკაცი რობერტო მარტინესი აცხადებს, რომ მანჩესტერელთაგან კლუბს ოფიციალური წინადადება არ მიუღია.

აღსანიშნავია, რომ “წითელი ეშმაკები” კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველის – სესკ ფაბრეგასის შეძენასაც ცდილობდნენ, მაგრამ საქმე ისე მიდის, რომ ტრანსფერი არ შედგება.

 

0.117035