ფეხბურთი

20:11 | 5.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოიესი ერნანდესის გაყიდვას არ აპირებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი აცხადებს, რომ 25 წლის მექსიკელი თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი მის გუნდს არ დატოვებს.

“ერნანდესი “მანჩესტერს” სჭირდება. ის ჩვენს გუნდში კარგად თამაშობს. ხავიერს საკმარისი რაოდენობის გოლები გააქვს. ამის გამო, ჩვენ ამ ფეხბურთელის მომავალში გამოყენებას ვაპირებთ.” – ციტირებს მოიესის სიტყვებს Goal-ი.

მიმდინარე სეზონში, ანუ მას შემდეგ, რაც “მანჩესტერი” დევიდ მოიესმა ჩაიბარა, “ჩიჩარიტომ’ 8 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, მექსიკელმა შემტევმა მოედანზე საერთო დროის მხოლოდ 12% დაჰყო.

0.118556