“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში “ოლიმპიაკოსთან” სტუმრად განცდილი მარცხის (0:2) გამო მთელ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს.
“ასე ცუდად ევროტურნირებზე არასოდეს გვითამაშია. დადებითი შედეგი არ დავიმსახურეთ. მეტოქემ გვაჯობა. მთელ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. ჩვენ თამაში აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ” – განაცხადა მოიესმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.