ფეხბურთი

12:42 | 6.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოიესი: “3 ქულა უნდა აგვეღო”

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცი დევიდ მოიესი უკმაყოფილოა იმით, რომ მისმა გუნდმა “სოსიედადთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მატჩში 3 ქულა ვერ მოიპოვა. შოტლანდიელმა სპეციალისტმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ისაუბრა სან სებასტიანელებთან შეხვედრის შესახებ.

“ეს მატჩი უნდა მოგვეგო. 3 ქულის აღების შემთხვევაში, “მანჩესტერი” საკმაოდ კარგ პოზიციაში აღმოჩნდებოდა. ვერ მოვიგეთ, მაგრამ ამის გაკეთებას მომდევნო ტურებში ვეცდებით. “მანჩესტერი” ჯგუფს ლიდერობს, მაგრამ 3 ქულა მაინც უნდა მოგვეპოვებინა. საგოლე მომენტები საკმარისად გვქონდა. განსაკუთრებით, მე-2 ტაიმში გვმართებდა გატანა. მატჩის სადავეებს ვაკონტროლებდით და მხოლოდ 1-2 შეცდომა დავუშვით”, - განაცხადა მოიესმა.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერისა” და “სოსიედადის” დაპირისპირება უგოლოდ – 0:0 დასრულდა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126256