ფეხბურთი

2:10 | 21.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოგებაცაა და მოგებაც, მაგრამ...

ძნელია ამ თამაშზე დამატებითი კომენტარის გაკეთება, რადგან ტაბლოდან და სტატისტიკური მონაცემებიდანაც ყველაფერი ნათელია. როგორც მოსალოდნელი იყო, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთის ნაკრებმა ტაიტი გაანადგურა. თუმცა, განადგურებაცაა და განადგურებაც – ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა მეტოქეს 10 უპასუხო ბურთი გაუტანა.

„ფურია როხამ“ ოკეანეთის საუკეთესო გუნდის რბევა მატჩის დებიუტშივე დაიწყო – ფერნანდო ტორესი მარცხენა ფრთიდან შეიჭრა საჯარიმოში და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. ამის შემდეგ, ესპანელებს „ხანგრძლივი“ პაუზა გამოუვიდათ და ანგარიშს გაზრდა მხოლოდ 31–ე წუთზე შეძლეს. ამჯერად, დავიდ სილვამ გამოიჩინა თავი ზუსტი დარტყმით.

ორიოდ წუთში, ტორესმა მეკარე ჩამოიშორა და დუბლი გაიფორმა, დავიდ ვილიამ კი, მეოთხედ დალაშქრა ტაიტელთა კარი და თავისი გუნდი შესვენებაზე 4–ბურთიანი უპირატესობით გაიყვანა. შესვენებიდან დაბრუნებულ ესპანელთაგან კვლავ ვილიამ ისახელა თავი – „ელ გუახე“ ნაჩო მონრეალის გადაცემას გამოეხმაურა.

57–ე წუთზე, ტორესმა ჰეთ–თრიქი გაიფორმა, 64–ზე კი, თანაგუნდელის მსგავსად, ვილიამაც 3 გოლს მოუყარა თავი – 7:0. 66–ე წუთზე, ხუან მატა აღმოჩნდა დასარტყმელ პოზიციაზე და თავისი გუნდის უპირატესობა 8 ბურთამდე გაზარდა.

რამდენიმე წუთში, ტორესმა ტაიტელთა მეკარეს კიდევ ერთხელ აუარა გვერდი და პირველი სანაკრებო პოკერი „გამოაცხო“. ტაიტის ნაკრების ტანჯვას წერტილი დავიდ სილვამ დაუსვა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში დაამუშავა ბურთი და კარის ბადეში მიუჩინა ადგილი – 10:0.

 

რიო დე ჟანეირო. „მარაკანა“. 71806

ესპანეთი – ტაიტი 10:0

ესპანეთი: რეინა, ალბიოლი, ასპილიკუეტა, რამოსი (ნავასი 46), მონრეალი, ხავი მარტინესი, კასორლა (ინიესტა 76), ვილია, ტორესი, მატა (ფაბრეგასი 69), სილვა.

მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

ტაიტი: როში, ლუდივიონი, ვალარი, ლემერი (ვერო 74), კარუანი, ბურებარი (ტ.ტეო 69), აიტამაი, ჟ.ტეო, ტეაო (ლ.ტეო), ვაირუა, შონ იუ.

მწვრთნელი: ედი ეტაეტა

გოლები: 1:0 ტორესი (5), 2:0 სილვა (31), 3:0 ტორესი (33), 4:0 ვილია (39), 5:0 ვილია (49), 6:0 ტორესი (57), 7:0 ვილია (64), 8:0 მატა (66), 9:0 ტორესი (79), 10:0 სილვა (89)

გაფრთხილება: კასორლა (45)

არში დარტყმა: 22 (15) – 1 (1) ჯარიმა: 13 - 8 კუთხური: 5 - 1 თამაშგარე: 7 - 2 ბურთის ფლობა: 62% - 38% სეივი: 1 – 4

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114722