საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის საგზური გაინაღდა - ნოდარ აკობიას გუნდმა სან მარინოსთან 3:1-ის შემდეგ, ფარერებს 2:0 სძლია და 6 ქულა დააგროვა. მოგება კარგია, თუმცა მეტს ველოდით ჩვენი 17-წლამდელებისგან: გუნდმა ჩრდილოელებთან ძალიან ცოტა საგოლე მომენტი შექმნა.
მე-15 წუთი იყო, როცა ბექა მიქელთაძემ (“ზესტაფონი”) მშვენივრად ითამაშა მარცხენა ფლანგზე, ერთი ფარერელი მოატყუა, ცენტრისკენ ოდნავ შეიწია და საჯარიმოს გარედან ზუსტი და ძლიერი დარტყმით შეაგდო ახლო კუთხეში - 1:0.
მიქელთაძე, რომელსაც სან მარინოსთან მატჩში არ უთამაშია, ფარერებთან საუკეთესო იყო მინდორზე და ეს არა მხოლოდ გოლის გამო. ბექა ყველაზე აქტიური იყო ქართველთაგან, მარცხენა ფლანგზე ბევრ პრობლემას უქმნიდა მეტოქეს და ერთ მომენტში მისი წაქცევისთვის პენალტის დანიშვნაც შეიძლებოდა.
ქართველების უპირატესობა ნათელი იყო ყველა ასპექტში, თუმცა საგოლე მომენტები თითქმის არ იქმნებოდა და ეს ძალიან ცუდია. აშკარად აკლდა ფანტაზია შეტევებს, ბოლო პასი არ გამოდიოდა და ხშირ შემთხვევაში ვერც ინდივიდუალურად, კაცზე ერთი-ერთზე წასვლისას ყოჩაღობდნენ.
სტუმრებს ორი შანსი ჰქონდათ: ერთხელ 48-ე წუთზე იაკობსენმა ახლოდან ვერ დაარტყა კარგად, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კნუდსენს აუღო ბექა ქურდაძემ. ქართველთა მეკარეს მეტი ბურთი არ აუღია, თუმცა ეს მომენტი სახიფათო იყო და თანაც, ბოლოს, როცა დრო თითქმის აღარ რჩებოდა და ანგარიში 1:0 იყო.
მეორე გოლი კი კურიოზულ სიტუაციაში გავიდა: ფარერელები კუთხურს აწვდიდნენ და მათი მეკარეც ჩასული იყო საჯარიმოში, ქართველებმა ბურთი მოიგერიეს და ფარერელთა მცველმა ვარდუმმა რა ჩაიფიქრა, ალბათ, მარტო თავად თუ იცის - საკუთარი კარისკენ გადააგდო ბურთი, იქ კი მეკარე არ იდგა... გიორგი ჯობავამ 50-60 მეტრი ირბინა და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი.
ფარერელებთან უფრო დამაჯერებელი თამაში მოეთხოვებათ ქართველებს. არ გვინდა, რომ ეს ჩვენი გუნდის მაქსიმუმი იყოს. ჰოლანდიასთან უკეთ გამოჩნდება, თუ რა პოტენციალი აქვს ნოდარ აკობიას გუნდს.
საქართველო - ფარერები 2:0 (1:0)
საქართველო: ქურდაძე, კევლიშვილი, კაკიაშვილი, ქობულაძე, კომახიძე, მამუჩაშვილი, ლაშხია (ქორიძე 68), ბიძინაშვილი, მიქელთაძე (ნადარაია 80), ბერიძე (კიკნაძე 57), ჯობავა.
მწვრთნელი: ნოდარ აკობია.
ფარერები: ჰანსენი, ი. იაკობსენი (სამუელსენი 71), ვარდუმი, ბერგი, ელიასენი, ნილსენი, ჰომლსონი, კნუდსენი, ტ. იაკობსენი (ჰოგარიგი 55), ტომსენი (მიულერი 31), ოლსენი.
მწვრთნელი: იკე იუჰანსონი.
გოლები: 1:0 მიქელთაძე (15), 2:0 ჯობავა (80+5).
გაფრთხილება: ჰოლმსონი (38), მიქელთაძე (62), ბერგი (77).
მსაჯი: პილავი (
1 | ჰოლანდია | 2 | 2 | 0 | 0 | 16:0 | 6 |
2 | საქართველო | 2 | 2 | 0 | 0 | 5:1 | 6 |
3 | ფარერები | 2 | 0 | 0 | 0 | 1:6 | 0 |
4 | სან მარინო | 2 | 0 | 0 | 2 | 1:19 | 0 |
ბოლო ტური: 22 ოქტომბერი - “მიხეილ მესხი”: ჰოლანდია-საქართველო, გორი, “თენგიზ ბურჯანაძე”: ფარერები -