მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ლონდონის “ჩელსიში” გადასვლას არ გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, “არისტოკრატებში” დაბრუნებული ჟოზე მოურინიო ყოფილი შეგირდის წაყვანას გეგმავდა, მაგრამ საქმე ისე მიდის, რომ ხორვატს “სტემფორდ ბრიჯზე” ვერ ვიხილავთ.
“სხვადასხვა კლუბების მხრიდან ინტერესის მიუხედავად, “რეალის” დატოვება აზრადაც არ მომსვლია. “სამეფო კლუბში” მოხვედრა ყველა ბავშვის ოცნებაა. მეც ასე ვიყავი. ცხადია, გული დამწყდა მოურინიოს წასვლის გამო. ჟოზე ის ადამიანი იყო, ვინც მადრიდში გადასვლაში დამარწმუნა. მოურინიო ფანტასტიკური მწვრთნელია და ბედნიერი ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით თამაში მომიწია”, - უთხრა მოდრიჩმა The Sun-ს.
ცნობისათვის, მოდრიჩს მადრიდელებთან კონტრაქტი წელიწადის შემდეგ ეწურება.