ფეხბურთი

16:16 | 3.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოდებაძე ბომბარდირებში დაწინაურდა

კვირას და ორშაბათს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო ტურის მატჩები იმართება. გორში “დილამ” “მერანს” უმასპინძლა, ირაკლი მოდებაძის დუბლით და დავით ბოლქვაძის გოლით 3:0 მოუგო. მოდებაძეს წლევანდელ სეზონში 9 გატანილი გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.

“სპარტაკმა” “ვიტ ჯორჯია” დაამარცხა და ბოლო ადგილს თავი დააღწია. “გურიამ” კი კაცნაკლულ “ზუგდიდს” ბოლოსკენ გაუტანა. საინტერესოა, რომ 5 მატჩში 3 ფეხბურთელი გააძევეს.

მეტალურგი (რუსთავი) – დინამო (თბილისი) 0:0

გაძევება: გიორგი გავაშელიშვილი (88, “მეტალურგი”)

 

დილა (გორი) – მერანი (მარტვილი) 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ირაკლი მოდებაძე (11), 2:0 დავით ბოლქვაძე (პენ 31), 3:0 ირაკლი მოდებაძე (პენ, 95) 

 

სპარტაკი (ცხინვალი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 3:1 (0:0)

გოლები: 1:0 ლაშა ჩაფიძე (52), 2:0 თორნიკე თუხარელი (53), 2:1 ნიკოლოზ მაისურაძე (68), 3:1 კონსტანტინე ხიზანეიშვილი (88)

გაძევება: გიორგი მჭედლიშვილი (75, “ვიტ ჯორჯია”) 

 

გურია (ლანჩხუთი) – ზუგდიდი 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ვილი ისიანი (84) 

გაძევება: გიორგი პაჭკორია (59, “ზუგდიდი”) 

 

ზესტაფონი – სიონი (ბოლნისი) 0:0

 

ტორპედო (ქუთაისი) – ჩიხურა (საჩხერე)

4 ნოემბერი. ქუთაისი. ცენტრალური. 16:00

დისკვალიფიცირებულები არ არიან

მსაჯები: ჯ. ხორავა, ი. უკლება, ზ. ბერულავა, ა. კრიჭაშვილი (სათადარიგო)

 

1      დინამო (თბ)                                                         11      8      2      1      27:9      26     
2 ჩიხურა        10 6 1 3 23:18 19
3 ტორპედო     10 5 4 1 15:17  19
4 გურია        11 6 0 5 11:14 18
5 დილა             11 5 3 3 16:11 18
6 მეტალურგი   11 5 3 3 16:15 18
7 ზესტაფონი    11 4 3 4 12:8 15
8 მერანი                    11 4 0 7 12:25 12
9 ვიტ ჯორჯია  11 3 3 5 15:17 12
10 სიონი         11 2 4 5 11:15 10
11 სპარტაკი     11 2 1 8 8:16 7
12 ზუგდიდი                                                     11           1           4           6           5:16           7

 

მეგოლეები:

9 - ირაკლი მოდებაძე (2, “დილა”) 

7 – დიმიტრი ტატანაშვილი (2 პენ, “ჩიხურა”)

6 – დორინ გოგა (“დინამო”)

5 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”)

4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (ორივე -“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე – “ვიტ ჯორჯია”), გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ვილი ისიანი (“გურია”),

3 – ლადო ახალაია (“სიონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ჯამბულ ჯიღაური (“ჩიხურა”)

 

 შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

0.127191