ერთწლიანი შესვენების შემდეგ, ვეტერანი კალათბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ცენტრალური თავდამსხმელი მიხეილ ბერუაშვილი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მწვრთნელად მუშაობს, სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის “რუსთავის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “რუსთავის” აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ოთარ ხმელიძემ განუცხადა.
“მთავარი მწვრთნელის პოსტი, ჩემი სურვილით, ჯანმრთელობის გაუარესების გამო დავტოვე. მუშაობას “რუსთავის” დუბლების მთავარი მწვრთნელის პოსტზე გავაგრძელებ” – გვითხრა ხმელიძემ.
2013-14 წლების საკალათბურთო სეზონის დაწყების წინ, “რუსთავის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბერუაშვილი ხმელიძემ შეცვალა.