სუპერლიგისა და ქვეყნის ექსჩემპიონ “არმიას” ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, ფორვარდი მიხეილ ბერიშვილი (12.04.87, 203სმ), ტრავმის გამო საკალათბურთო მოედანს გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად ბერიშვილმა განუცხადა.
“ერთ-ერთი ვარჯიშის დროს წელის ტკივილმა შემაწუხა. საექიმო შემოწმების შემდეგ წელის თიაქარი აღმომაჩნდა. საბედნიეროდ, თიაქარი საოპერაციო არაა და მკურნალობას ექვემდებარება. ვერც მიმდინარე ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო ტურში ვითამაშებ და მკურნალი ექიმები ვერც იმას მეუბნებიან, მოედანს როდის დავუბრუნდები“, – გვითხრა ბერიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბერიშვილმა აღნიშნული ტრავმის გამო მიმდინარე ჩემპიონატის პირველი წრის ბოლოსწინა ტურში “ქუთაისი-2010”-თან შეხვედრა უკვე გამოტოვა.