ფეხბურთი

20:54 | 25.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

მიულერი “შალკესთან” ვერ ითამაშებს

მიუნხენის “ბაიერნის” შემტევი ნახევარმცველი ტომას მიულერი გუნდს უახლოეს მატჩში ვერ დაეხმარება. ამის მიზეზი “ჰანოვერთან” გამართულ მატჩში მიღებული ტრავმაა.

ბუნდესლიგის გასულ ტურში, მიულერმა “ჰანოვერს” 2 გოლი გაუტანა, ხოლო მე-2 ტაიმში, მან ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო. გაირკვა, რომ 24 წლის ფეხბურთელს მიმდინარე კვირის ბოლომდე უქმობა უწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის 1 მარტს “შალკესთან” გასამართ დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

მიმდინარე სეზონში, ტომას მიულერმა 34 თამაში ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.

0.120306